logo
ENG



ესაა სოციალური პროექტი - საპატრიარქოს მიწაზე კორპუსები შენდება

14 ივნ 202014:01
3 წუთის საკითხავი
 
6i175vr1ysrenrq.jpg

საპატრიარქოსთვის გადაცემულ მიწაზე კორპუსების მშენებლობაზე საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განმარტება გააკეთა. ის აცხადებს, რომ პროექტი მომზადების სტადიაშია, ის სოციალური პროექტია და ყოფილ ეკლესიაში მცხოვრები ოჯახების განთავსებას ისახავს მიზნად, რის შესახებაც, მოქალაქეებმა საპატრიარქოს არაერთხელ მიმართეს.

"ეს ხალხი ითხოვდა გამოსვლას ტაძრებიდან, რადგან ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებოდათ და ამიტომ არ უნდოდათ, რომ ღვთის სახლში ეცხოვრათ. ისინი განცხადებასაც წერდნენ და სახელწმიფოს თუ საპატრიარქოს უმოქმედებაში ადანაშაულებდნენ. მადლობა ღმერთს, რომ წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ სოციალური პროექტი დაწყებულიყო",- აცხადებს ქარჩავა.

ბერ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, საპატრიარქოსთვის გადაცემულ მიწაზე კორპუსების მშემენლობის შესახემ ინფორმაცია "შაბათის ფორმულამ" გაავრცელა. სიმბოლურ ფასად გადაფორმებულ მიწაზე, თავდაპირველად ტაძარი უნდა აშენებულიყო, თუმცა ახლა საპატრიარქომ განზრახვა შეცვალა, ტაძრის პროექტი შემცირდა, დანარჩენ ტერიტორიაზე კი ორი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იგეგმება. 


close დახურვა