![ესკალატორის დაზიანების გამო, წერეთლის მეტროში შეფერხებაა](/uploads/news/308199645_472705071437194_5930865420033906874_n.jpg)
წერეთლის მეტროში შეფერხებაა - მგზავრები სადგურზე ჩასვლას ვერ ახერხებენ.
როგორც ფორმულას თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში უთხრეს, შეფერხება ესკალატორის დაზიანებამ გამოიწვია. მათივე ცნობით, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და მეტროში მგზავრები დაახლოებით ნახევარ საათში შეძლებენ ჩასვლას.