logo
ENG



ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი სევილიური დერბით დაბრუნდა

12 ივნ 202014:38
3 წუთის საკითხავი
 

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი, 28-ე ტურის შეხვედრით დაბრუნდა. „სევილიამ“ საკუთარ მოედანზე „ბეტისს“ უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. სევილიურ დერბიში, რომელიც ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული დაპირისპირებაა, თამაშის დაყწბებამდე ფეხბურთელებმა კოვიდ 19-ით დაღუპულებს პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში 56-ე წუთზე მასპინძელთა ლიდერმა, ლუკას ოკამპოსმა 11-მეტრიანი დარტყმით გახსნა. არგენტინელმა შემტევმა თავი მეორე გოლის ეპიზოდშიც გამოიჩინა და ფერნანდოს საგოლო გადაცემა გაუკეთა. ამ გამარჯვებით სევილიამ 50 ქულა მოაგროვა და გათამაშებიუს ცხრილში მესამე ადგილს იკავებს. ბეტისი კი 33 ქულით მეთორმეტეა.


close დახურვა