logo
ENG



ესპანეთმა ბარსელონაში რუსი ოლიგარქის იახტა დააკავა

15 მარ 202210:28
3 წუთის საკითხავი
 

ესპანეთმა ბარსელონაში რუსი ოლიგარქის 140 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა დააკავა. Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ იახტა Rostec-ის ხელმძღვანელს ეკუთვნის.

ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ დაკავებული იახტა ერთ-ერთ "მთავარ ოლიგარქს" ეკუთვნის.

"კიდევ უფრო მეტი იქნება", - ამბობს სანჩესი.

წყაროს ინფორმაციით, 85-მეტრიანი იახტა "ვალერი" კგბ-ს ყოფილ ოფიცერს და Rostec-ის ხელმძღვანელს, სერგეი ჩემეზოვს ეკუთვნის.

2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო ჩემეზოვი აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ 2020 წელს მოხვდა. აშშ-ს სანქციები შეეხო ოლიგარქის ცოლსა და შვილებს.


close დახურვა