ესტონეთის პრეზიდენტის, ალარ კარისის განცხადებით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაა.
"მშვიდობაზე ან ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაა, რათა მან ომი მოიგოს. მშვიდობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც აგრესია მთლიანად დამარცხდება და ომის დამნაშავეები სასამართლოს წინაშე წარდგებიან", - თქვა ესტონეთის პრეზიდენტმა.
2 ოქტომბერს, NATO-ს წევრი 9 ქვეყნის პრეზიდენტებმა, მათ შორის ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა, ერთობლივი განცხადებით დაგმეს რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსია.
აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების ლიდერებმა განაცხადეს, რომ მტკიცედ უჭერენ მხარს 2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, მომავალში უკრაინის NATO-ში შესვლაზე. 9 ქვეყნის პრეზიდენტებმა ასევე აღნიშნეს, რომ ისინი თავად იმყოფებოდნენ კიევში და იხილეს რუსეთის აგრესიის შედეგები, ამიტომ „ჩუმად ვერ დარჩებიან“.