ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ლულინში, სავარაუდოდ, რუსული რაკეტების ჩამოვარდნას ეხმაურება.
საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებნაში აღნიშნულია, რომ "ესტონეთი მზადაა, დაიცვას NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი".
"ბოლო ცნობები პოლონეთიდან შემაშფოთებელია. ჩვენ მჭიდრო კონსულტაციებს ვაწარმოებთ პოლონეთთან და სხვა მოკავშირეებთან. ესტონეთი მზადაა, დაიცვას NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ახლო მოკავშირე პოლონეთს!“", - აღნიშნულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
Latest news from Poland is most concerning. We are consulting closely with Poland and other Allies. Estonia is ready to defend every inch of NATO territory. We’re in full solidarity with our close ally Poland
რუსეთის მიერ უკრაინის მიმართულებით ნასროლი რაკეტებიდან 2 პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ლულინში ჩამოვარდა. ინფორმაციას AP აშშ-ის დაზვერვიდან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სხვადასხვა მედია იწუყება, რომ შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი.
პოლონეთს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, თუმცა პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრმა "კრიზისული სიტუაციის გამო" უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სასწრაფო სხდომა მოიწვია.