logo
ENG



ესტონეთში ვოლოდიმირ ზელენსკის სკულპტურა დადგეს

02 თებ 202309:26
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/02/0fhacw67xvatcco.png

ესტონეთის ქალაქ ტირვაში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ქვიშის სკულპტურა დადგეს. სკულპტურა თავისუფლების პარკში დაიდგა. მისი ფოტოს ქვეყნის პრემიერმინისტრმა კაია კალასმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

კალასის თქმით, პარკი გასული წლის ივნისში გაიხსნა და ადგილობრივები ამბობენ, რომ სკულპტურა პარკში უკრაინის გამარჯვებამდე იქნება.

"ესტონელების მიერ უკრაინის მხარდაჭერა ურყევია - ამის ნიშნები ესტონეთში ყველგანაა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ტირვაში მოაწყვეს თავისუფლების პარკი, რომელიც უკრაინისადმი არის მიძღვნილი, დაიდგა პრეზიდენტ ზელენსკის ქვიშის სკულპტურა", - წერს კაასი.


close დახურვა