logo
ENG



ეს არის გამოცდა - პატრიარქის ქადაგება

01 დეკ 201914:21
3 წუთის საკითხავი
 
bsvbzem6qu0bbbe.jpg

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ, მან მრევლს ქადაგებით მიმართა. მსახურებას სინოდის წევრები და საეკლესიო იერარქებიც ესწრებოდნენ. როგორც პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, ქვეყანა გამოცდის წინაშეა. 

"ეს არის გამოცდა. ეს არის ჯვრის ტვირთვა და ეს ჯვარი, რომელსაც აძლევს უფალი, ბოლომდე უნდა მიიტანოს ადამიანმა. ძალიან ხშირადააა, როცა ჩვენ გვიჭირს ჯვრის ტვირთვა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი არ აძლევს იმაზე მძიმე ტვირთს, იმაზე მძიმეს, რაც შეუძლია, მას იტვირთოს",- აღნიშნა პატრიარქმა. 

close დახურვა