logo
ENG



ეს სერიოზული სიგნალია - ბესელია აშშ-ს დახმარების ნაწილის შესაძლო შეჩერებაზე

07 ივლ 202016:56
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15%-ის შესაძლო შეჩერების საკითხს დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია გამოეხმაურა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მსგავსი მიდგომა აშშ-ის მხრიდან სერიოზული სიგნალია.

„სერიოზული სიგნალია მსგავსი მიდგომა. როდესაც წლიდან წლამდე პირიქით იზრდებოდა საქართველოს მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ეს გამოიხატებოდა ბევრი სხვადასხვა მიმართულებით. ახლა ეს მიდგომა ნიშნავს თუ არა სწორედ ამ იმედგაცრუების, ნიჰილიზმის და მკვეთრად კრიტიკული განწყობის გამოხატულებას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა, შესაძლოა, საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15 %-ს შეაჩეროს მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს დემოკრატიული ინსტიტუტებს განმტკიცებისკენ, კორუფციასთან ბრძოლისკენ და უზრუნველყოფს კერძო სექტორში კანონის უზენაესობას.

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებას ოპოზიციშიც გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ მომხდარი ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული მმართველობის ბრალია.


close დახურვა