logo
ENG



ექვს წელში საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა ხელფასები 18-დან 43 მილიონამდე გაიზარდა

28 მაი 202020:50
3 წუთის საკითხავი
 

ახლობლები, ნათესავები, პარტიული აქტივი საჯარო სამსახურებში და საარჩევნო ელექტორატად. საარჩევნო წლებში სსიპ-ებში დასაქმებული პარტაქტივის რაოდენობა ქართულმა ოცნებამ ორჯერ გაზარდა. ევროპული საქართველოს მიერ ჩატარებულ კვლევაში ჩანს, რომ ერთერთ ყველაზე პატარა მუნიციპალიტეტსაც კი 647 თანამშრომელი ჰყავს, - რიცხვი ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 50%-ზე-მეტით გაიზარდა. 

მხოლოდ ექვს წელში საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა ხელფასები 18-დან 43 მილიონამდე გაიზარდა. კვლევა „ევროპულმა საქართველომ“ 20 მუნიციპალიტეტში ჩაატარა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ სახელფასო ფონდიც და დასაქმებულთა რაოდენობაც განსაკუთრებით საარჩევნო წლებში მატულობს - ასაქმებენ საკუთრ ახლობლებს და ნათესავებს, პარტიულ აქტივს და ამ ადამიანებს შემდეგ საარჩევნოდ იყენებენ

საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გაზრდილია, განსაკუთრებით შთამბეჭდავი ეს ციფრი ამბროლაურშია, ერთ-ერთ ყველაზე პატარა მუნიციპალიტეტში 2021 წლის შემდეგ საჯარო მოხელეების რიცხვმა 260-დან თითქმის 700-ს მიაღწია. წინასაარჩევნოდ საჯარო სამსახურებში დასაქმების მხრივ, ჩოხატაური და მარტვილიც გამოირჩევა. ოპოზიციაში ნეპოტიზმისა და კორუფციის ნიშნებს ხედავენ და მმართველ პარტიას აკრიტიკებენ.  

საჯარო სამსახურებში შტატების ზრდა რომ პრობლემაა ამაზე მესამე სექტორშიც საუბრობენ. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიუღებელია, ის, რომ ხელისუფლება ამომრჩეველთა ხმებს ყიდულობს. განსაკუთრებთ პრობლემური პანდემიის პირობებში იმ ათასობით ადამიანის გადამხდელთა ფულით შენახვაა, რომლებიც მთავრობას მხოლოდ წინასაარჩევნოდ სჭირდება.

საჯარო სამსახურების ბიუჯეტები პანდემიის დროსაც რომ იზრდება, ამაზე რამდენიმე დღის წინ ოზურგეთის საკრებულოს მიერ დამტკიცებული დადგენილებაც მეტყველებს. მაშინ როდესაც ყველა სპორტული აქტივობა შეჩერებულია, თანამშრომლები სამსახურში ორ თვეზე მეტია არ მისულან, ოზურგეთის სასპორტო გაერთიანებას დაფინანსება 170 000 ლარით გაეზარდა.


close დახურვა