logo
ENG



ექიმის თქმით, შანიძის ქუჩაზე დაჭრილი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური

25 მაი 202209:16
3 წუთის საკითხავი
 

ექიმის განცხადებით, შანიძის ქუჩაზე დაჭრილი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. მას ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

"პაციენტი შემოყვანილია სასწრაფოს მიერ, ცეცხლსასროლი ჭრილობით. დათვალიერებით, შემდეგ საოპერაციოში გამოკვლევით დადგინდა, რომ ეს არის კანქვეშ შემავალი ჭრილობა, რომელმაც არც გულ-მკერდში და არც მუცლის ღრუში არ შეაღწია. ამ მხრივ მდგომარეობა მაინც მძიმედ რჩება, მაგრამ სტაბილურია"- თქვა ქირურგმა კობა თაბაგარმა.

გვიან ღამით, შანიძის ქუჩაზე სროლა იყო. დაჭრილია ერთი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან 15-მდე ტყვია გაისროლეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236 (იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.


close დახურვა