როცა დასავლეთს, ევროპას და NATO-ს შორდები - სად მიექანები? არ არის რთული გამოსაცნობი - რუსულ ჭაობში. ივანიშვილის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ყველანაირი მომხიბვლელობა დაუკარგოს, სტრატეგიულად არასაიმედო და უფუნქციო გახადოს. ანაკლიის პორტის დაკონსერვების შემდეგ ივანიშვილის ხელისუფლება თავდაცვის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას მიადგა - თბილისის უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ობიექტს - ვაზიანის სამხედრო აეროდრომს. ახალი სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობის მოტივით ღარიბაშვილმა სწორედ ამ აეროდრომის მოშლა დააანონსა. ინიციატივა, რომელსაც ღალატის სუნი უდის -დროება: ვაზიანი - ანაკლია ორი?!
ვაზიანი ანაკლია 2 - დროება
11 ივნ 202320:12
3 წუთის საკითხავი