logo
ENG



ვაკო გვილიას დუბლით ლეგიამ სამი ქულა მოიპოვა

22 ივნ 202013:02
3 წუთის საკითხავი
 

ვარშავის „ლეგიამ" პოლონეთის ჩემპიონატის (ექსტრაკლასა) საჩემპიონო ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა ჩაატარა და 2:0 მოიგო, რაშიც მთავარი როლი ვაკო გვილიამ შეასრულა.

ექსტრაკლასას 31-ე ტურში პოლონური არმიის გუნდმა საშინაო არენაზე მეოთხეადგილოსანი ვროცლავის „შლასკი" მიიღო და 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი საქართველოს ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა გაიტანა, რომელიც „ლეგიას" ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

ვაკო გვილიამ ანგარიში 35 წუთზე გახსნა, როდესაც მცველის მიერ მოგერიებულ ბურთს კარის წინ დახვდა და ზუსტად დაარტყა. ხოლო 54-ე წუთზე თანაგუნდელების ლამაზი კომბინაცია დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.


close დახურვა