ნაციონალური მოძრაობის წევრი და უკრაინის საინვესტიციო ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ის რამდენიმე საათში ბათუმში იქნება და ქართული ოცნების წინააღმდეგ დაიწყებს ბრძოლას.
ვარშალომიძის თქმით, საბედისწერო მომენტში პირად კომფორტს საქართველოში ჩამოსვლა ამჯობინა.
„თუ ვინმეს ეგონა უკრაინაში მაღალი პოზიციის გამო, საქართველოს ბედზე ხელს ჩავიქნევდი და ამ საბედისწერო მომენტში პირად კომფორტს ვამჯობინებდი, ძალიან შეცდა. მე ახლა ვარ ტრაპზონში და ზუსტად ორ საათში ჩემს საყვარელ ბათუმში თქვენთან ერთად ვიქნები, რათა ერთად მოვიშოროთ თავს მოხვეული რუსული ოცნება, შევწყვიტოთ ეკონომიკის უკუსვლა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა. ჩვენ ერთად გადავლახავთ ამ ისტორიულ გაუგებრობას და ჯერ არარსებული ტემპით, განვავითარებთ ჩვენს ულამაზეს საქართველოს. აბა დროებით, შეხვედრამდე. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ", - აცხადებს ვარშალომიძე.
ვარშალომიძე 21 მაისს ვოლოდიმერ ზელენსკიმ უკრაინის საინვესტიციო ოფისის ხელმძღვანელად დანიშნა.