logo
ENG



ენმ-ის თავჯდომარე Facebook გამოკითხვით მელია გახდა

25 დეკ 202021:16
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/25/ui70eksrnxd0nub.jpg

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე Facebook გამოკითხვით ნიკა მელია გახდა. გამოკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მელიამ მხარდამჭერების 13 400 ხმა მიიღო, ლევან ვარშალომიძემ კი - 7 200. 

ის ენმ-ის თავმჯდომარედ ოფიცილურად პარტიის ყრილობაზე უნდა დაამტკიცონ, თუმცა, როგორც ცნობილია, პარტიაში აპირებენ, რომ ყრილობაზე სწორედ ამ გამოკითხვით იხელმძღვანელონ.

გრიგოლ ვაშაძის გადადგომის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭომ თანამდებობაზე ორი კანდიდატი - ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე წარადგინა. მათი არჩევა ნაციონალური მოძრაობის ოფიციალურ Facebook გვერდზე იყო შესაძლებელი.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 15 დეკემბერს გრიგოლ ვაშაძემ პარტიის დატოვების შესახებ განცხადება  გამოაქვეყნა. მან ფეისბუქზე დაწერა, რომ არ ეთანხმება ენმ-ის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. მისივე თქმით, მიუღებელია პარტიული სტრატეგიის არარსებობა.

 


close დახურვა