logo
ENG



ვარჰეის თანახმად, საბჭოს მიმართავენ, ევროპულ როუმინგში საქართველოს ინტეგრაცია მოხდეს

20 თებ 202417:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/20/xawijvdddvkw9zx.jpeg

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ მზად არიან, მიმართონ საბჭოს, რათა ევროპულ როუმინგის სფეროში საქართველოს ინტეგრაცია მოხდეს.

ირაკლი კობახიძის, ჯოზეფ ბორელისა და ვარჰეის ერთობლივ ბრიფინგზე ევროკომისარმა თქვა, რომ ეს საქართველოს მოქალაქეებს ხარჯებს მაქსიმალურად შეუმცირებს.

"როუმინგის თვალსაზრისით ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვხედავთ, საქართველოს მთავრობა სწრაფი ტემპით მიდის წინ და ყველაფერი გვაქვს განკარგულებაში, რომ საბჭოს მივაწადოთ წინადადება, რომ საქართველოს ინტეგრაცია მოხდეს ევროპულ როუმინგის სფეროში, რომ როუმინგის, მონაცემთა ხარჯები მაქსიმალურად შემცირდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვინც საზღვარგარეთ მოგზაურობს ან ცხოვრობს ევროპაში. ეს იქნება საეტაპო ცვლილება საქართველოს მოქალაქეებისთვის და ისინი ამ კონკრეტულ წინსვლას დაინახავენ", - თქვა ვარჰეიმ. [სინქრონული თარგმანი]

კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოა. ვიზიტის ფარგლებში კობახიძე ორმხრივ შეხვედრებს ევროკავშირსა და NATO-ში გამართავს.


close დახურვა