ანალიტიკურ-კვლევითი ცენტრის, რონდელის ფონდის მკვლევარს ვატო ბჟალავას 4-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო.
ბჟალავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. ის 12 დეკემბერს დააკავეს.
დღევანდელ სხდომაზე ბჟალავამ დაკავების დეტალები მოყვა და აღნიშნა, რომ პოლიციელებს არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ ჰქონდათ, ასევე არ წარუდგინეს საბუთები ბჟალავას და არ მისცეს ადვოკატთან დარეკვის უფლება.
"როგორც კი მოვიდნენ,მ ითხრეს, თუ შეიძლება, შენი პირადობის მოწმობა მომეცითო, ამოვიღე საფულიდან, მივაწოდე პირადობის მოწმობა, თქვეს, კი ვახტანგ ბჟალავა ხარო. გამოვართვი პირადობა, ჩავიდე. მითხრეს, რომ ლაივი გათიშეო. ვუთხარი, რომ მაქვს უფლება, ლაივი მქონდეს ჩართული-თქო. რაზეც ტელეფონს მოკიდა ხელი და მე ვუთხარი, კარგი, გავთიშავ-თქო...
მითხრეს, რომ დაკავებული ვარ და უნდა წავყოლოდი. ვთხოვე, თუ შეიძლება ჩემს ძმასთან დავრეკავ, რომ ძაღლი გადავცე-თქო. გავყევი, ჩემი ხელით ისე, რომ არ შემხებია არც ერთი სამართალდამცველი... არცერთმა არ წარმოადგინა არც საბუთი და არც სახელები და გვარები მითხრეს, რის გამო ვიყავი დაკავებული, არც ეს განმიმარტეს. ადვოკატთან დარეკვის უფლებაც არ მომცეს. არც ერთს არ ჰქონდა მაიდენტიფიცირებელი რამე ნიშანი, რომ სამართალდამცავები იყვნენ"- თქვა ბჟალავამ სასამართლო პროცესზე.