იზოლაცია-კარანტინის ვადები მცირდება. უსიმპტომო ან მსუბუქი პაციენტები 8 დღის შემდეგ შეძლებენ ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას, ამასთან, მათ მომდევნო 5 დღის განმავლობაში ნიღბის ტარების ვალდებულება მკაცრად ეკისრებათ. თუ არავაქცინირებული მოქალაქე ინცფიცრებულის კონტაქტია მას 8 დღის განმავლობაში მოუწევს იზოლაციაში ყოფნა - და თუ მოქალაქე აცრილია ორი კვირიდან 90 დღის პერიოდში და ინფიცირებულის კონტაქტია - მაშინ კარანტინის ვალდებულება იხსნება.
ვაქცინირებულებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება
14 იან 202220:11
3 წუთის საკითხავი