logo
ENG



ვაშაძე: 19:00 საათზე თსუ-ის I კორპუსთან შემდგომ ნაბიჯებზე გავაკეთებთ განცხადებას

18 ნოე 202412:46
3 წუთის საკითხავი
 

პროტესტის მონაწილე ოპოზიცია აცხადებს, რომ საზოგადოებას შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით გეგმას დღეს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გააცნობს.

ამის შესახებ ვაკეში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადეს. 

"ჩვენ ლიდერები ვართ აქ, თქვენთან ერთად. მინდა მივმართო საზოგადოებას, დღის მანძილზე შემოგვიერთდით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 19:00 საათზე, რაც შეიძლება ბევრი ვიყოთ აქ. დღეს, 19:00 საათზე გთხოვთ, მივმართავთ საზოგადოებას, ყველანი შევიკრიბოთ აქ, უნივერსიტეტთან, სადაც უკვე შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით გავაკეთებთ განცხადებას, თუ რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ, რა მნიშვნელოვანი საკითხებია მომავალში", - თქვა გიორგი ვაშაძემ.

"პირველ რიგში, მინდა იცოდეთ, გუშინ ვთქვით, რომ ჩვენ დავიწყეთ წინააღმდეგობის მოძრაობა. ეს არ არის ერთ დღიანი, არ არის ორ საათიანი, სამ საათიანი. ჩვენ, ლიდერები, ლიდერებში ვგულისხმობ ხალხს, ვისაც გვაქვს პასუხისმგებლობა და მანდატი, ვიდგებით აქ, უწყვეტად, სულ ვიქნებით აქ. ყველაფერი იქნება ორგანიზებული, ფეხს არ მოვიცვლით აქედან. 19:00 საათზე უბრალოდ მოვუწოდებთ საზოგადოებას, დიდი შეკრება გავაკეთოთ, რომ გაგაცნოთ შემდგომი გეგმები", - თქვა ელენე ხოშტარიამ.

***

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე უწყვეტი საპროტესტო აქცია გრძელდება. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აქციის მონაწილეებთან ერთად ღამე კარვებში გაათენეს.

გადაადგილება შეფერხებულია რამდენიმე მიმართულებით -  მელიქიშვილის გამზირი, ვარაზისხევი, კეკელიძის ქუჩა და ჭავჭავაძის გამზირი.


close დახურვა