logo
ENG



ვაშინგტონში მთავარი ნაძვის ხის განათების ტრადიციული ცერემონია გაიმართა

06 დეკ 201909:24
3 წუთის საკითხავი
 
bgx3kiot2oqyy9x.jpg

ვაშინგტონში ამერიკის მთავარი ნაძვის ხის განათების ტრადიციული ცერემონია გაიმართა. სადღესასწაულო ღონისძიებაზე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დამსწრეებს სიტყვით მიმართა და დამდეგი შობა მიულოცა; რის შემდეგაც სპეციალური ჩამრთველის საშუალებით, პირველმა ლედიმ, 9 მეტრის სიმაღლის ნაძვის 50 ათასი ნათურა საზეიმოდ ჩართო. ცერემონიაზე, რომელიც პრეზიდენტის პარკის აღმოსავლეთ ნაწილში გაიმართა, ორკესტრმა საშობაო მელოდიები შეასრულა. ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის განათების ტრადიცია შეერთებულ შტატებში თითქმის საუკუნის განმავლობაში არსებობს.


close დახურვა