logo
ENG



ვერეშჩუკი: 4 ავტობუსი მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნით გავიდა

21 აპრ 202211:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/21/134y7qc842v74s5.jpg

უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, ოთხმა ავტობუსმა ალყაშემორტყმული მარიუპოლის დატოვება ჰუმანიტარული დერეფნების გავლით მოახერხა

“მათ ღამე ბერდიანსკში გაათენეს და ახლა ვასილივკასკენ მიემართებიან. მათ მალე ზაპოროჟიაში ველოდებით,” - განაცხადა ვერეშჩუკმა.

ვერეშჩუკმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ევაკუაციის დერეფანი რუსებთან იყო შეთანხმებული ქალებისთვის, ბავშვებისთვისა და მოხუცებისთვის. ხალხს  შევჩენკოს ბულვარზე, პორტ სიტის სავაჭრო ცენტრის მახლობლად შეკრება ადგილობრივი დროით 2 საათზე სთხოვეს.

ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე მარიუპოლში რჩება, რომელიც რუსული ძალების მიერაა გარშემორტყმული და კვირების განმავლობაში ინტენსიურ დაბომბვას გაუძლო.


close დახურვა