logo
ENG



ვერეშჩუკი აზოვსტალზე: მოლაპარაკებები ძალიან რთულია, შედეგმა შეიძლება ყველა არ დააკმაყოფილოს

14 მაი 202200:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/14/3tznxomsh3m1xnx.jpeg

ქვეყნის გული ახლა აზოვსტალია. აზოველების გარდა, იქ არიან შეიარაღებული ძალებიდან, ეროვნული გვარდიიდან, მესაზღვრეები, უსაფრთხოების სამსახურის მებრძოლები და სასაზღვრო თავდაცვა. ვიზიარებ ახლობლების მღელვარებასა და წუხილს ციხესიმაგრის მცველების გამო. ომი - სისხლი და ცრემლებია. ომში სასწაულები არ არსებობს. არსებობს მკაცრი რეალობა. ამიტომაც მუშაობს მხოლოდ ფხიზელი და პრაგმატული მიდგომა. [...] არსებობს პრეზიდენტის ბრძანება - გაკეთდეს შესაძლებელიც და შეუძლებელიც, რათა ჩვენები იქიდან გამოვიყვანოთ. მტერთან მოლაპარაკებები ძალიან რთულია. შედეგმა შეიძლება ყველა არ დააკმაყოფილოს. მაგრამ ჩვენი ამოცანაა, ჩვენი ბიჭების გამოყვანა. ყველასი. ცოცხლების. ღმერთმა ინებოს, ყველას გადავარჩენთ.


close დახურვა