ხელს მოაწერს, თუ ვეტოს დაადებს, სალომე ზურაბიშვილს კიდევ ცხრა დღე აქვს გადაწყვეტილების მისაღებად. ცვლილებები, რომელიც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ოცნების მიმართ უმწვავესი კრიტიკის საფუძველი გახდა, პრეზიდენტის ხელმოწერის შემთხვევაში ძალაში შევა. ვეტოს გამოყენებით კი, მისი დაძლევის პირობებშიც კი, მმართველი პარტია კიდევ ერთხელ გამოჩნდება სრულიად მარტო. ზურაბიშვილი ამ დრომდე დუმს.