logo
ENG



ვითარება უკრაინაში - ომის 11 თვე

19 იან 202320:16
3 წუთის საკითხავი
 

უახლოესი რამდენიმე კვირა შესაძლოა გადამწყვეტი იყოს, ამიტომ უკრაინისთვის საბრძოლო ტექნიკის მიწოდება მოკავშირეებმა ახლავე უნდა მიიღონ- ამ მოწოდებით გამოვიდა კიევში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ელოდება უკრაინა რამშტაინის ფორმატის ხვალინდელი შეხვედრიდან. ბერლინში მოლაპარაკებებს მართავს პენტაგონის ხელმძღვანელი და შესაძლოა ლეოპარდების მიწოდების საკითხი დღესვე გადაწყდეს. ცნობილია გერმანიის პირობა. საბრძოლო ტანკებს გერმანია უკრაინაში გაგზავნის, თუ იგივე ნაბიჯს შეერთებული შტატებიც გააკეთებს. 

 


close დახურვა