logo
ENG



ვინ არის რუსეთის მოქალაქე, რომელმაც შაბათის ფორმულას ჟურნალისტს მანქანა დაარტყა

19 ნოე 202220:23
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ეთერში გასულ რეპორტაჟზე, რომლითაც იშიფრებოდა სქემა, როგორ შემოდის ქვეყანაში გზავნილის სახით რუსული რუბლი და როგორ გადის საქართველოდან დოლარის ან ევროს სახით - სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა დაიწყო. ამ სიუჟეტის ერთ ერთი ფიგურანტი, იყო რუსეთის მოქალაქე, რომელიც ჟურნალისტის კითხვებმა გააღიზიანა და ის დავით ქურდაძეს მანქანით მიზანმიმართულად დაეჯახა. ვინ იყო რუსეთის ეს მოქალაქე - რამდენიმე დღეში,  შევძელით მისი იდენტიფიცირებაც; კაცი, რომელიც ჟურნალისტს დაეჯახა, 33 წლის ემილ კაშაპოვია. ის არის დეზერტირი, რომელიც რუსეთში გამოცხადებულ მობილიზაციას, საქართველოში გამოექცა. ვიდეო მასალა სრულად გადავეცით საგამოძიებო სამსახურს. გამომძიებლებს დეტალური ჩვენებები მისცეს ჟურნალისტმა და ოპერატორმა. ასევე გამოძიებაში დევს შავი მასალა, სადაც დეტალურად ჩანს  მომხდარი ინციდენტი. საქმეზე გამოიკვეთა კვალიფიკაციაც - ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, მანქანის შეჯახებით.


close დახურვა