logo
ENG



ვინ უჭერს მხარს, ამაზე 2020-ის ოქტომბერში გაეცემა პასუხი-მათიკაშვილი ელისაშვილის პლატფორმაზე

18 ივნ 202012:10
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო უმრავლესობა ალეკო ელისაშვილის, ანა დოლიძის და ლევან კობერიძის ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას ეხმაურება. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით მათიკაშვილის თქმით, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის უფლება კანონმდებლობით ყველას აქვს. 

"შესაძლებლობა იმის, რომ ახალი პოლიტიკური ძალა შეიქმნას, კანონმდებლობის მიხედვით აბსოლუტურად ყველას გააჩნია. მეორე არის სტატისტიკა - თუ ვინ უჭერს მხარს. ამაზე 2020 წლის არჩევნებზე იქნება პასუხი გაცემული“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან


close დახურვა