ქვეყანაში უკონტაქტო გადაცემების რიცხვი სულ უფრო იზრდება რეგიონებში კი მკაცრდება კონტროლი. შესაძლოა, სრულად ჩაკეტვის რეჟიმში მოექცეს მალე სამეგრელო, სადაც 50-ზე მეტი პირია კარანტინში. მათ კავშირი აქვთ დაინფიცირებულ სპორტსმენთან, რომელმაც დღეს პირველი საჯარო განმარტებები გააკეთა, ახლა სწორედ იმ პირების ტესტებს ელოდებიან, რომელიც სპორტსმენმა მოინახულა.
16-მდე გაიზარდა ეროვნული ბანკის დაინფიცირებული თანამშრომლების რიცხი ინფორმაციას თავად ეროვნული ბანკი ასაჯაროებს. უცნობია დაინფიცირების წყარო, თუმცა სავარაუდო ვერსიად ვირუსის ფულით გადაცემა სახელდება.
ახალი შემთხვევები გამოვლინდა დღეს ბოლნისსა და მარნეულშიც. კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის მეუღლე ვირუსით დაინფიცირდა. საზღვრისპირა სოფელში კი ვირუსი ქალს დაუდასტურდა, რომელიც საქართველოში აზერბაიჯანიდან 13 მარტს შემოვიდა. მასთან კონტაქტების დადგენა გრძელდება. ჩვენი ინფორმაციით კი უკვე 25 ადამიანი, ვინც სავარაუდოდ, მასთან მჭიდრო კომუნიკაციაში იყო, მკაცრ თვითიზოლაციაშია.
დაინფიცირებულთა რიცხვი უკვე თითქმის ორასს უტოლდება ინფექციონისტები ბევრ მსუბუქ შემთხვევაზე საუბრობენ, თუმცა განმარტავენ, რომ ბევრ მათგანსაც პნევმონია აქვს
კორონავირუსის მახასიათებლის გამო, ჯანდაცვის სამინისტროში პნევმოკოკის აცრის სავალდებულობაზე დაიწყეს საუბარი. უწყებაში 60 წელს გადაცილებული ადამიანების იმ კონკრეტულ სიაზე საუბრობენ, რომლებსაც აუცილებლად აიცრებიან. ინიციატივა ბევრ კითხვის ნიშნებს აჩენს სპეციალისტებში
საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტიელბით საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომები გაამკაცრეს კახეთის რეგიონში. საკონტროლო გამშვები პუნქტები რეგიონის შესასვლელ მოეწყო.