logo
ENG



ვიქტორია ნულანდი პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილედ დაინიშნა

30 აპრ 202114:53
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/30/j6lit5kms7rpel2.jpg

პოლიტიკურ საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილედ ვიქტორია ნულანდი დაინიშნა, ინფორმაციას twitter-ზე სენატის პრესსამსახური ავრცელებს. 

ნულანდი ობამას ადმინისტრაციაში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თანამდებობას იკავებდა, იგი წლების განმავლობაში კრემლის მიმართ "დაშოშმინების პოლიტიკის" საჯარო კრიტიკოსი იყო. 

გასულ წლებში ნულანდი კრემლის მიმართ არასწორი პოლიტიკისა და საფრთხეების სათანადოდ ვერ შეფასების გამო, ტრამპის ადმინისტრაციის ხმამაღალი კრიტიკოსი იყო, ნულანდი აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოსა და უკრაინის ნატოში ინტეგრაციას, ისევე როგორც, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 

 


close დახურვა