logo
ENG



ვიქტორ ორბანი ჩინეთში ჩავიდა

08 ივლ 202409:48
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/08/ewm4bn8p7dkiwto.jpg

უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ამჯერად ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. 

ინფორმაციას ის საკუთარ X-ზე აქვეყნებს და ჩინეთის პრეზიდენტთან სი ძინპინთან გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.

"ჩინეთი არის მთავარი ძალა რუსეთ-უკრაინის ომში სამშვიდობო პირობების შექმნაში. ეს არის მიზეზი, რატომაც ვეწვიე პრეზიდენტ სი ძინ პინს პეკინში ბუდაპეშტში მისი ოფიციალური ვიზიტიდან სულ რაღაც ორი თვის შემდეგ", - წერს ვიქტორ ორბანი.

რამდენიმე დღის წინ უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად ჩავიდა. ორბანმა ამ ვიზიტს "სამშვიდობო მისიის" ნაწილი უწოდა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განმარტა, რომ ორბანი მოსკოვში ჩავიდა, რათა უკრაინაში ცეცხლი "რაც შეიძლება მალე შეწყვიტოს".

ივლისის დასაწყისში უნგრეთი როტაციის წესით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

ევროკომისიის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა თქვა, რომ რუსეთში ვიზიტისას ორბანი ევროკავშირის ინტერესებს არ წარმოადგენს, ხოლო ევროკავშირის პოზიცია რუსეთისა და უკრაინის ომთან დაკავშირებით პუტინთან ევროკავშირის ოფიციალურ კონტაქტს გამორიცხავს.

მოსკოვში ვიზიტამდე ორი დღით ადრე ორბანი კიევშიც იმყოფებოდა. ომის დაწყების შემდეგ ეს მისი პირველი ვიზიტი იყო უკრაინაში. მოლაპარაკებების დროს ორბანმა მოუწოდა ზელენსკის, იფიქროს ცეცხლის შეწყვეტაზე და რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს.


close დახურვა