logo
ENG



ვიწყებთ პირბადეების ადგილობრივ წარმოებას - ნათია თურნავა

18 მარ 202015:26
3 წუთის საკითხავი
 
1g3n6whv5f3yzwy.jpg

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების წარმოება დაიწყება. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამ პროექტში ბევრი კომპანია მონაწილეობს უანგაროდ და პირველი პარტია მალე ჩაეშვება გამოყენებაში.

„შევიმუშავეთ პროგრამა პირბადეების კერვის - ხვალ ვიწყებთ პირბადეების მზადებას. ათამდე საწარმოა ჩართული ამ პროგრამაში, ასევე რამდენიმე კომპანია. გვაქვს საკმარისი მარაგი, რომ პირველი პარტიები ვაწარმოოთ და პირბადეები შექმნილი იქნება სახელმწიფოს მიერ და გადავანაწილებთ იმ ადამიანებზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. საუბარია მრავალჯერადი გამოყენების პირბადეებზე - შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ეყრდნობა რეკომენდაციებს. ბევრი კომპანია უანგაროდ მონაწილეობს პროგრამაში - ეს არის პატრიოტიზმის გამოხატულება, რაც ამ პერიოდში ჩვენს საზოგადოებას ახასიათებს. გვაქვს დავალება, რომ მოვახდინოთ წარმოების ლოკალიზაცია - აქამდეც სახელმწიფო და ეკონომიკური გუნდი ავითარებდა ადგილობრივ წარმოებას, მაგრამ ახლა აქცენტს გავაკეთებთ იმ დარგებზე, რაზეც მეტი მოთხოვნაა. ამ დარგებისა და პროექტების ჩამონათვალს წარვუდგენთ პრემიერს. აწარმოე საქართველო გადაეწყობა იმდაგვარად, რომ ამ სიტუაციას მოვერგოთ. საუბარია აჟიოტაჟურ მოთხოვნაზე, მაგრამ ამას საფუძველი არ აქვს, რადგან გვაქვს მარაგები. შეიძლება მცირე დეფიციტი შეიქმნას ბურღულეულზე, რადგან ლარსი არის გადაკეტილი, მაგრამ ესეც რამდენიმე დღის საკითხია", - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ გაიმართა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა ეკონომიკურ გუნდთან, სადაც იმსჯელეს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე.


close დახურვა