logo
ENG



ვოლოდინი: რუსეთმა ბიზნესმენებს არამეგობრული ქვეყნებიდან აქტივები უნდა ჩამოართვას

01 მაი 202216:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/01/3ihinse1ixf42zm.jpg

რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი ამბობს, რომ რუსეთისთვის არამეგობრული ქვეყნების ბიზნესმენებს სანქციები უნდა დაუწესდეს.

როგორც ვოლოდინმა სოციალურ ქსელში დაწერა, ასეთ ბიზნესმენებს რუსეთმა აქტივები უნდა ჩამოართვას.

"სწორი იქნება, რომ რუსეთის ფედერაციაში არსებული ბიზნესები, რომლებსაც ფლობენ ბიზნესმენები არამეგობრული ქვეყნებიდან, სარკისებრი ზომები მივიღოთ: აქტივები ჩამოვართვათ. ხოლო გაყიდვიდან მიღებული თანხები ჩვენი ქვეყნის განვითარებას მოვახმაროთ", - წერს დუმის სპიკერი.

7 მარტს, რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების სია გამოაქვეყნა, საქართველო მათ შორის არაა. 


close დახურვა