სიტუაცია სხვანაირად გამოიყურება. ეს განცხადება, რომ [ქართული ოცნება] რუსეთთან უნისონში მოქმედებს, ეს დამაზიანებელი და მავნებლურია, თავი რომ დავანებოთ, საერთოდ, კონსტიტუციასთან მიმართებით პრეზიდენტის პოზიცია არ არის ადეკვატური. არაადეკვატური განცხადება, შეუსაბამო განცხადებაა, ვითარებასთან შეუსაბამო და მავნებლურია, რასაც პრეზიდენტი ამბობს ქართულ ოცნებასთან და ხელისუფლებასთან დაკავშირებით. რატომ ფიქრობს, რატომ ამბობს ასე, ვერ გეტყვით, რეალობაა თუ არაა რეალობა, ამასთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ. ასე ცალსახად მტკიცებით ფორმატში პრეზიდენტს ახასიათებს [საუბარი], ეს პირველი შემთხვევა არ არის და ვერ გეტყვით რატომ. ალბათ, ასე სჭირდება მისი პოლიტიკური რენომესთვის, ალბათ, პოლიტიკური გეგმები და მიზნები აქვს, თავის პოლიტიკურ გზას სხვანაირად უყურებს შემდგომში, მაგრამ ვითარება რომ შევაფასოთ,რა თქმა უნდა, დასკვნა ერთადერთი იქნება, არაადეკვატური განცხადებაა, მავნებლური განცხადებაა.
ვოლსკი: პრეზიდენტის განცხადება ქართულ ოცნებაზე შეუსაბამო და მავნებლურია
10 თებ 202316:28
3 წუთის საკითხავი