logo
ENG



ვოლსკი: ღარიბაშვილს არ გააჩნდა კომპეტენცია იმ ფინანსურ საკითხზე, რაზეც ივანიშვილი საუბრობს

22 ნოე 202116:31
3 წუთის საკითხავი
 
ვოლსკი: ღარიბაშვილს არ გააჩნდა კომპეტენცია იმ ფინანსურ საკითხზე, რაზეც ივანიშვილი საუბრობს

ქართული ოცნების წევრის, გია ვოლსკის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს არ ჰქონდა კომპეტენცია იმ ფინანსურ საკითხებზე, რაზეც ბიძინა ივანიშვილს სასამართლო დავა აქვს. 

საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის დავას შვეიცარული ბანკის წინააღმდეგ - ღარიბაშვილი, მაშინ, როდესაც მილიარდერს შვეიცარულ ბანკთან ქონების გაფორმებაში ეხმარებოდა, ქართუ ბანკში მუშაობდა. ის ესწრებოდა იმ ხელშეკრულებების ხელმოწერას, რომლითაც ოლიგარქმა 400 მილიონი დაკარგა. ივანიშვილი სასამართლოს არწმუნებს, რომ პირი, რომელიც პრემიერად დანიშნა, ვერც ფინანსებში ერკვევა და ვერც იურისპრუდენციაში.

"2011 წლიდან ვიცნობ ირაკლის. ის საკმაოდ ღირსეულად მუშაობდა და საკმაოდ ეფექტური იყო ქართუ ჯგუფში. 

ვადასტურებ იმას, რომ მას არანაირი კომპეტენცია იმ პერიოდში არ გააჩნდა იმ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი და აძლევდა ჩვენებას სასამართლოს. 

მე არ ვიცი, რამ წარმოშვა ეგ საკითხი, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილის იმ პერიოდის საქმიანობის და არა მისი პიროვნულობის დახასიათება ზუსტად ეგ არის. მას ხელი არ მიუწვდებოდა იმ საკითხებზე, რაზეც სასამართლოში არის საუბარი". - თქვა გია ვოლსკიმ. 

შვეიცარული ბანკის იურისტმა ივანიშვილს ბევრჯერ ჰკითხა - ხელშეკრულების გაფორმებისას რა როლი ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ოლიგარქისა და ბანკის წარმომადგენლების ყველა შეხვედრას ესწრებოდა.

ბიძინა ივანიშვილმა ბერმუდის სასამართლოსთვის ჩვენების მიცემის დროს, რომელიც შაბათის ფორმულამ მოიპოვა, თქვა, რომ ღარიბაშვილი არ იყო მისთვის ავტორიტეტი. კითხვაზე პასუხად - "მდივანივით გყავდათ?" ივანიშვილმა უპასუხა - "რაც გინდა ის დაარქვით, თქვენ რომელი სახელითაც გინდათ, იმით მოიხსენიეთ"


close დახურვა