logo
ENG



ვხედავდი ადამიანურ თანაგრძნობას - ბურჯანაძე მოსკოვიდან დაბრუნდა

07 დეკ 201917:47
3 წუთის საკითხავი
 
irnbhbr986z9t4m.jpg

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა. აეროპორტში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბურჯანაძემ რუს პოლიტიკოსებთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, ყველა შეხვედრის პირველი განსახილველი თემა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და მისი გათავისუფლების საკითხი იყო. 

"ეს წამია, დავბრუნდი მოსკოვიდან. ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო. ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი ეს იყო ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი. ძალიან სერიოზულად იყო განხილული ეს თემა და მინდა გითხრათ, რომ ყველა შეხვედრაზე საუბარს სწორედ ამ თემით ვიწყებდი. ვხედავდი ადამიანურ თანაგრძნობას და ასევე იმას, რომ რუსი პოლიტიკოსები, გარდა ადამიანური ფაქტორისა, საკითხის პოლიტიკურ მნიშვნელობასაც ხედავდნენ. მივიღე დაპირებები, რომ მაქსიმალურად სწრაფად ვაჟა გაფრინდაშვილი იქნება სახლში, რადგან რუსეთი შეცდება ამ პროცესს შეუწყოს ხელს", - აღნიშნა ბურჯანაძემ. 

მისივე თქმით, მისი სახელით ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა ნინო ბურჯანაძე თითქმის დარწმუნებულია, რომ ექიმი მალე გათავისუფლდება. 

"მქონდა კომუნიკაცია ბატონი ვაჟას მეუღლესთან  და იგი გაგებით ეკიდებოდა ამ საკითხს. ძალიან გამიკვირდა, როცა ტროლებმა თუ "ოცნების" გულშემატკივრებმა არასწორი განცხადებები აკეთეს ჩემი სახელით საათებთან დაკავშირებით. თითქოს ბატონი ვაჟა ამა და ამ დროს დაბრუნდებოდა სახლში", - აღნიშნა ნინო ნურჯანაძემ.  


close დახურვა