logo
ENG



ზაზასთვის წარდგენილი ბრალი არის მიუღებელი - აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან

19 ივლ 202013:35
3 წუთის საკითხავი
 

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა - ოკუპანტების მიერ გატაცებული 7 მოქალაქის ოჯახის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები მათ გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციაზე იმყოფებოდა ოკუპანტების ტყვეობაში ნამყოფი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი. მან ოჯახებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

როგორც ერთ-ერთი გატაცებულის, ზაზა გახელაძის, ცოლი აცხადებს, ოჯახისთვის მიუღებელია წარდგენილი ბრალი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისა და მესაზრეებისთვის ცეცხლის გახსნის შესახებ.

„ზაზას შესახებ ახალი არაფერია. მოვედით იმისთვის, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ ხალხს. გვინდა მხოლოდ ზაზას დაბრუნება. არავინ შემოგვხმიანებია, უკვე მეცხრე დღეა. ველით ელემენტარულ ინფორმაციას ზაზას შესახებ. გვინდა ვიცოდეთ, როგორ არის, რას ფიქრობენ იქეთა მხარეს. გვინდა მალე დაგვიბრუნდეს.

გავიგეთ, რომ ბრალი წარედგინა - ეს ბრალი არის ჩვენთვის მიუღებელი", - ამბობს ირმა ბუთხუზი.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები ითხოვენ გენადი ბესტაევის გათავისუფლებასაც - მას საოკუპაციო რეჟიმმა ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა. ბესტაევი უკვე რვა თვეა, საპატიმროშია.

ზაზა გახელაძე 11 ივლისიდანაა, ოკუპანტების ტყვეობაშია - მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასა და ე.წ. მესაზღვრეებისთვის ცეცხლის გახსნას ედავებიან. გახელაძე ფეხშია დაჭრილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს.


close დახურვა