logo
ENG



ზალკალიანი: კორონავირუსით საზღვარგარეთ საქართველოს 13 მოქალაქე გარდაიცვალა

08 მაი 202014:03
3 წუთის საკითხავი
 
bk9zjqnaw3ypb8w.png

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ კორონავირუსით ქვეყნის ფარგლებს გარეთ 45 მოქალაქეა ინფიცირებული. მინისტრის თქმით, კოვიდ 19-ს საზღვარგარეთ საქართველოს 13 მოქალაქე ემსხვერპლა.

„ინფექციით საზღვარგარეთ გარდაიცვალა საქართველოს 13 მოქალაქე. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და სამძიმარი გამოვხატო თითოეული ოჯახის მიმართ. არსებული შეზღუდვის ფონზე, მოგეხსენებათ, ძალიან გამკაცრდა გარდაცვლილთა გადმოსვენების რეგულაციები. ის მიმდინარეობდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლის მიხედვით, ამიტომ შეფერხდა გარდაცვლილთა გადმოსვენების ტრანსპორტირების პროცესი. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო ადგილზე უზრუნველყოფდა ოჯახის წევრების დახმარება შესაბამის პროცედურებთან მიმართებაშიდახმარებას“, - განაცხადა ზალკალიანმა. 


close დახურვა