logo
ENG



ზალკალიანი "ოცნების" რეზოლუციაზე: ჩვენი პოზიციაა, ყველაფერი გაკეთდეს, რათა ავიცილოთ ომი

27 იან 202221:31
3 წუთის საკითხავი
 
ზალკალიანი "ოცნების" რეზოლუციაზე: ჩვენი პოზიციაა, ყველაფერი გაკეთდეს, რათა ავიცილოთ ომი

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ქართული ოცნების შედგენილი რეზოლუციის პათოსია, რომ უკრაინაში დიტუაციის ესკალაციისა და ომის არდაშვება. პალიტრანიუსის გადაცემაში საუბრისას,ზალკალიანი რეზოლუციის მიმართ კრიტიკაზე, სადაც რუსეთი ნახსენები არაა, ამბობს, რომ "საქმე გვაქვს პოლიტიკურ მანიპულაციებთან". 

"საქმე გვაქვს პოლიტიკურ მანიპულაციებთან და ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ საქართველოს პარლამენტს კონსენსუსზე დაფუძნებული ერთიანი რეზოლუცია მიეღო. ტექსტში, რომელიც ხელისუფლებამ შეიყვანა, მთავარი პათოსი იყო ის, რომ ჩვენი პოზიციაა, არ იყოს დაშვებული სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, ნაბიჯები იყოს გადადგმული პრევენციისკენ და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ომი, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა და მისი ფუნდამენტური საერთაშორისო უფლებების დარღვევა.

ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე, სუვერენიტეტზე, ღია კარის პოლიტიკაზე, სუვერენულ უფლებაზე ავირჩიოთ ჩვენი ალიანსები - ამ ყველაფერზე საუბარია რეზოლუციაში. ჩვენ არ გვეშინია მკაფიო პოზიციის დაფიქსირების - ეს რომ ასეა, ფაქტებით არის დადასტურებული", - თქვა ზალკალიანმა. 

ქართული ოცნება და ოპოზიცია უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის შედგენაზე პარლამენტში 2 დღის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა განცხადების ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.

საუბარია უკრაინის მხარდასაჭერ პოლიტიკურ აქტზე, რომლის ერთობლივ შემუშავებასაც საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვდა, თუმცა მმართველმა გუნდმა მათი შენიშვნები არ გაითვალისწინა. ტექსტის საბოლოო ვარიანტში არსადაა ნახსენები რუსეთი და მისი აგრესია, რაც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. 

სადავო იყო ტექსტის ფორმულირება რუსეთისა და NATO-ს შესახებ და ასევე ტექსტის სათაურიც. 


close დახურვა