logo
ENG



ზალუჟნი: კონტრშეტევითი ოპერაცია გეგმის მიხედვით მიდის

24 ივნ 202320:42
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/24/molce3925953hbi.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, უკრაინის კონტრშეტევითი ოპერაცია გეგმის მიხევით მიდის.

ამასთან, ზალუჟნიმ სატელეფონო საუბარი გამართა ამერიკელ გენერალ მარკ მილთან. ზალუჟნის თქმით, მასთან საუბრისას უკრაინის ფრონტზე არსებული ვითარება და შეიარაღებული ძალების საჭიროებები განიხილა.

"ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ფრონტის ყველა სექტორში არსებული ვითარება. ვისაუბრეთ უკრაინის ქვედანაყოფების შეტევითი და თავდაცვითი მოქმედებების შესახებ. შევატყობინე, რომ [კონტრშეტევითი] ოპერაცია გეგმის მიხედვით მიდის.

შევთანხმდით, რომ აქტიურად ვითანამშრომლებთ. მადლობა გენერალ მილს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის რუსი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში", - წერს Telegram-ზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.

10 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის კონტრშეტევის დაწყება დაადასტურა. მან განაცხადა, რომ უკრაინაში შეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს.


close დახურვა