უკრაინაში, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტთა ჯგუფი გაემგზავრა. ინფორმაციას სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი ავრცელებს.
მისი თქმით, მისიას, რომელიც ატომურ ელექტროსადგურზე მიმდინარე კვირის დღეებში ჩავა, თავად გაუძღვება.
"დადგა ეს დღეც, IAEA-ს მხარდაჭერისა და დახმარების მისია ახლა უკვე გზაშია. ჩვენ უნდა დავიცვათ უკრაინისა და ევროპის უდიდესი ბირთვული ობიექტის უსაფრთხოება. ვამაყობ, რომ უნდა გავუძღვე ამ მისიას, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მიმდინარე კვირის დღეებში ჩავა", - წერს მარიანო გროსი Twitter-ზე.
The day has come, @IAEAorg's Support and Assistance Mission to #Zaporizhzhya (ISAMZ) is now on its way. We must protect the safety and security of #Ukraine’s and Europe’s biggest nuclear facility. Proud to lead this mission which will be in #ZNPP later this week. pic.twitter.com/tyVY7l4SrM
რუს სამხედროებს ზაპოროჟიას ატომურ ელექტროსადგურზე, ბოლო კვირებია, აქტიური იერიში მიაქვთ. გრძელდება სროლები და დაბომბვა.
პარალელურად კი რუსეთი დეზინფორმაციას ავრცელებს და უკრაინულ მხარეს ბრალს სდებს, რომ ისინი დასავლეთის მიერ მიწოდებულ იარაღს სწორედ ზაპოროჟიას ბირთვულ სადგურზე თავდასხმისთვის იყენებენ.
რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური სადგური რუსეთში შეჭრის საწყის ეტაპზე დაიკავა.
ბირთვული სადგური ჯერაც ოპერირებს უკრაინელი თანამშრომლებით და რუსეთის კონტროლქვეშ.
თუმცა, როგორც რაფაელ გროსი ამბობს, რომ შეწყვეტილია აღჭურვილობის და სათადარიგო მიწოდების ჯაჭვი.
"ასევე აქ იყო ბევრი ბირთვული მასალა, რომელსაც IAEA-ს მიერ შემოწმება სჭირდება". - აცხადებს გროსი.