უმრავლესობის დეპუტატის ირაკლი ზარქიას თქმით, ალბათ საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი არ ჩატარდება.
მისი განცხადებით, ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება გაკეთდება.
"შესაბამისი სტრუქტურები გააკეთებენ განცხადებას. მოცემულ სიტუციაში მგონია, რომ მატჩის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის", - თქვა მან.
საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი კვირას არის დაგეგმილი.