logo
ENG



ზელენოდოლსკში რუსების თავდასხმას 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 10 ადამიანი

03 სექ 202222:36
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/03/uf6h2m15ffm7du6.jpg

დნეპროპეტროვსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოვის ინფორმაციით, ​დნეპროპეტროვსკის ოლქში, ზელენოდოლსკის დასახლებაში ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 9 წლის ბიჭი დაიღუპა, 10 ადამიანი კი დაშავდა. 

"ზელენოდოლსკში რუსებმა 9 წლის ბიჭი მოკლეს. ოკუპანტებმა ზელენოდოლსკის მოსახლეობა "ურაგანებიდან" ორჯერ დაბომბეს. 10 ადამიანი დაშავდა, უმრავლესობა მძიმედ". - წერს რეზნიჩენკო Telegram-ზე

რეზნიჩენკოვის თქმით, დაბომბვის შედეგად 8 მაღალსართულიანი კორპუსი, მაღაზია, საბავშვო ბაღი და ადმინისტრაციული მომსახურების ცენტრის შენობა დაზიანდა. 


close დახურვა