logo
ENG



ზელენსკა: უკრაინას ისტერიული ტერორით ვერ შეაშინებთ

17 ოქტ 202211:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/17/s6wkqevwc7apa5j.jpg

უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას განცხადებით, რუსეთი უკრაინას ისტერიული ტერორით ვერ შეაშინებს.

"რუსეთმა კვირა დაიწყო მასიური თავდასხმით კიევის ცენტრში და მთელ რიგ რეგიონებზე. კამიკაძე დრონები მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ჩვენი ხალხი აფეთქებებს უნდა დაემალოს. უკრაინას ისტერიული ტერორით ვერ შეაშინებთ. ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ, ყველაფერს აღვადგენთ," - თქვა უკრაინის პირველმა ლედიმ.

დღეს რუსეთმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს Telegram პოსტის თანახმად, ერთ-ერთი აფეთქება მოხდა შევჩენკივსკის რაიონში, უკრაინის დედაქალაქის ცენტრში. კლიჩკოს განცხადებით, რუსეთმა კიევი "კამიკაძე" დრონებით დაბომბა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა