გამოცემა AFP-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის კიევში ვიზიტზე უარი თქვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტზე უარის მიზეზი გუტერეშის ბრიკსის სამიტში მონაწილეობაა, რომელიც ყაზანში გაიმართა. სამიტზე გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად სამართლიანი მშვიდობის დამყარებაა საჭირო.
უკრაინული მხარის კრიტიკის მიუხედავად, 22 ოქტომბერს გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში სამიტზე დასასწრებად რუსეთში ჩავიდა, სადაც იგი პრეზიდენტ პუტინსაც შეხვდა.
რუსეთში ჩასვლამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს გენერალური მდივანი ვიზიტის დაგეგმვისთვის გააკრიტიკა. მათი აზრით, ეს არასწორი არჩევანია, რომელიც მხოლოდ გაეროს რეპუტაციას აზიანებს.