უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს ბახმუტიდან ჩამოტანილი საბრძოლო დროშა გადასცა, რომელზეც უკრაინელი ჯარისკაცების ხელმოწერები იყო.
დროშა ზელენსკის ბახმუტში ყოფნის დროს უკრაინელმა მეომრება გადასცეს.
"ჩვენმა გმირებმა გადმომცეს ომის დროშა - მათი დროშა, ვინც სიცოცხლის ფასად იზამს უკრაინას, ევროპას, მსოფლიოს საკუთარი სიცოცხლის ფასად. მათ მთხოვეს, რომ ეს დროშა გადმომეცა თქვენთვის, ამერიკის კონგრესისთვის, პალატის წევრებს... რომელთა გადაწყვეტილებებსაც შეუძლიათ მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. დაე, ეს გადაწყვეტილებები იყოს მიღებული. დაე, ეს დროშა თქვენთან იყოს, ქალბატონებო და ბატონებო. ეს დროშა ამ ომში ჩვენი გამარჯვების სიმბოლოა. ჩვენ გავუძლებთ. ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვართ ერთიანები - უკრაინა, ამერიკა, მთელი თავისუფალი სამყარო", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას.