უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 ქვეყანაში უკრაინის ელჩები თანამდებობებიდან გაათავისუფლა. საუბარია: გერმანიაზე, უნგრეთზე, ნორვეგიაზე, ჩეხეთსა და ინდოეთზე.
აღსანიშნავია, რომ გერმანიაში უკრაინის ელჩი ანდრეი მელნიკოვი ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით ცნობილი გახდა მისი გერმანიის ხელისუფლებისადმი კრიტიკის გამო. მელნიკოვი ამბობდა, რომ ოფიციალური ბერლინი უკრაინის იარაღს ნელი ტემპებით აწვდის.
მანამდე გერმანული გამოცემა Bild-ი წერდა, რომ მელნიკოვი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.
ცნობისთვის, 25 ივნისს ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის ელჩები: სლოვაკეთში [იური მუშკა], პორტუგალიაში [ინა ოგნივეცი], ირანში [სერგეი ბურდილიაკი], ლიბანში [იგორ ოსტაში] და საქართველოში [იგორ დოლგოვი].