logo
ENG



ზელენსკიმ 5 ქვეყანაში უკრაინის ელჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა, მათ შორის საქართველოშიც

25 ივნ 202217:49
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 უკრაინელი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლებას ხელი მოაწერა, მათ შორის საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის.

თანამდებობიდან გაათავისუფლეს უკრაინის ელჩები: სლოვაკეთში [იური მუშკა], პორტუგალიაში [ინა ოგნივეცი], ირანში [სერგეი ბურდილიაკი], ლიბანში [იგორ ოსტაში] და საქართველოში [იგორ დოლგოვი].

მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გაათავისუფლებს ყველა დიპლომატს, რომლის მუშაობასაც არაეფექტურს ჩათვლის. აღსანიშნავია, რომ ელჩების უმეტესობა თანამდებობაზე, ჯერ კიდევ უკრაინის მე-5 პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიერ იყო დანიშნული და პოსტს დიდი ხნის განმავლობაში იკავებდნენ.

მაგალითად საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა. მანამდე 2015-2017 წლებში ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, 2010-2015 წლებში ნატოში უკრაინის მისიის ხელმძღვანელი, ხოლო 2004-2005 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. 1-ელ მარტს ზელენსკიმ ელჩი საქართველოდან კონსულტაციების მიზნით გამოიწვია, შემდეგ კი მისი გადაყენების შესახებ განაცხადა. ივნისში ზელენსკიმ ასევე პოლონეთში უკრაინის ელჩი ანდრეი დეშიცა ჩაანაცვლა და მისი ადგილი ახალმა ელჩმა, ვასილი ზვარიჩმა დაიკავა.


close დახურვა