logo
ENG



ზელენსკის თქმით, დონბასისთვის ბრძოლა არის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ბრძოლა ევროპისთვის

14 ივნ 202212:33
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში დონბასის რეგიონისთვის ბრძოლა ნამდვილად დარჩება სამხედრო ოსტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ბრძოლა ევროპაში და ევროპისთვის.

"ჩვენთვის ამ ბრძოლის ფასი ძალიან მაღალია," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უცხოელი პარტნიორების ყურადღება უკრაინის სამხედრო აღჭურვილობაზე უნდა გამახვილდეს. მისი აზრით, უკრაინისთვის მხოლოდ საკმარისი რაოდენობის თანამედროვე არტილერია უზრუნველყოფს მათ უპირატესობას და რუსულ წამებას საბოლოოდ დაასრულებს.

ზელენსკის განცხადებით, გუშინ, ლისიჩანსკის ბრძოლაში რუსული დაბომბვის შედეგად 6 წლის ბიჭი დაიღუპა, რომელიც მისი თქმით,  რუსეთის ფედერაციისთვის სახიფათო მტერი აღმოჩნდა. 


close დახურვა