logo
ENG



ზელენსკის თქმით, რუსები აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიას გაუჩერებლად ბომბავენ

06 მაი 202208:30
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკის თქმით, რუსები აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიას გაუჩერებლად ბომბავენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსი ოკუპანტები მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიას გაუჩერებლად ბომბავენ.

"ქალები, ბავშვები ჯერ კიდევ იქ არიან. წარმოიდგინეთ ჯოჯოხეთი - ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მუდმივი დაბომბვა, დაბომბვა და სიკვდილი ადგილზევე", - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა იპოვონ გამოსავალი სამხედროების გადასარჩენად, რომლებიც იცავენ მარიუპოლს.

"ადგილზე რჩებიან სხვადასხვა ქვედანაყოფები, ბევრი დაჭრილი ჰყავთ, მაგრამ არ ნებდებიან. ჩვენ ვცდილობთ, ვიპოვოთ გამოსავალი ამ ხალხის უსაფრთხოებისთვის", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

რუსი სამხედროები აზოვსტალში რამდენიმე ადგილას შეიჭრნენ. მძიმე ბრძოლები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.

თუმცა, უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, აზოვსტალში რუსული ჯარის მცდელობა, დაიკავოს ქარხნის ტერიტორია, წარუმატებლად მიმდინარეობს. 

არსებული ინფორმაციით, 200-მდე მოქალაქე, მათ შორის მინიმუმ 20 ბავშვი ჯერ კიდევ ქარხნის ქვეშაა და გამოსვლას ვერ ახერხებს.


close დახურვა