logo
ENG



ზელენსკის თქმით, უკრაინელებმა ოკუპაციისგან 3 დასახლება გაათავისუფლეს

05 სექ 202213:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/05/3ssqg1i4h56w211.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპაციისგან დონეცკის ოლქსა და უკრაინის სამხრეთ ნაწილში 3 დასახლება გაათავისუფლეს.

"მადლობა მინდა გადავუხადო ტერიტორიული თავდაცვის 103-ე ბრიგადის 63-ე ბატალიონის მებრძოლებს, რომლებმაც შედეგი უზრუნველყვეს დონეცკის ოლქში - დასახლება გათავისუფლდა.

ასევე მინდა აღვნიშნო 42-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბატალიონი - მათი გმირული მოქმედებების წყალობით ჩვენი სახელმწიფოს სამრეთით ორი სახელმწიფო გათავისუფლდა," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.


close დახურვა