logo
ENG



ზელენსკის შემოთავაზება ჩემთვის დიდი პატივია - მიხეილ სააკაშვილი

22 აპრ 202016:14
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილი მზადაა, უკრაინის პრეზიდენტის შემოთავაზებას დასთანმხდეს - როგორც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, ეს მისთვის დიდი პატივია.

„ჩემთვის დიდი პატივია პრეზიდენტ ზელენსკის შეთავაზება, გავხდე უკრაინის მთავრობის ვიცეპრემიერი რეფორმების საკითხებში. მე უკვე მქონდა ძალიან პროდუქტიული საუბარი პრემიერ მინისტრ შმიგალემთან, რომლის ფარგლებშიც ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია მთავრობაში ჩემს შესაძლო სამსახურთან დაკავშირებით", - წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის ვიცეპრემიერის თანამდებობას სთავაზობს.


close დახურვა